თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ზაზა ვეკუამ საკრებულოში ბრიფინგი გამართა.
ვეკუამ ქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა. ისაუბრა ამ უწყების დაქვემდებარებაში მყოფი ავტომობილების რაოდენობაზე.
დეპუტატის ინფორმაციით, ფრაქციაში მიაჩნიათ, რომ დედაქალაქის მთავრობაში ავტო–პარკის მოცულობა უნდა შემცირდეს, რაც თანხების მნიშვნელოვანი რაოდენობის დაზოგვის საშუალებას გააჩენს.
„მიგვაჩნია, რომ მხოლოდ აქედან შესაძლებელია მილიონ ლარზე მეტი ეკონომიის გაწევა“, – აცხადებს ზაზა ვეკუა და აღნიშნავს, რომ ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატები“ მოუწოდებენ თბილისის მერიას დაარღვიოს „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვიდრებული ჩინოვნიკების ფუფუნებაში ცხოვრების მანკიერი ტრადიცია.